Thumbnail

ზაგრების გრანპრი | ზაალიშვილი და ღვინიაშვილი ნახევარფინალში გავიდნენ

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ზაგრებში ძიუდოს გრანპრი მიმდინარეობს
  • დასკვნით დღეს ტატამზე ექვსი ქართველი ფალავანი გავიდა

ზაგრებში მიმდინარეობს ძიუდოს გრან პრი. დასკვნით დღეს ტატამზე ექვსი ქართველი ფალავანი გავიდა: ბექა ღვინიაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი (-90 კგ.), ონისე სანებლიძე, ლაშა ტაველური (-100 კგ.), გელა ზაალიშვილი, ლევან მატიაშვილი (+100 კგ.).

-90 კგ. წონითი კატეგორია

ოქროს მედლისთვის იბრძოლებს ბექა ღვინიაშვილი. ქართველმა ძიუდოისტმა ჯერ სლოვენიელი მეტოქე დაამარცხა, შემდეგ კი უზბეკი. ბექას მომდევნო მეტოქე ნაგასავა უნდა ყოფილიყო, თუმცა ტრავმის გამო იაპონელს მარცხი ჩაეთვალა და ქართველი ნახევარფინალში გავიდა, სადაც უნგრელ ტოტს შეხვდება.

გიორგი პაპუნაშვილი მესამე წრეში გავიდა, თუმცა სამწუხაროდ ჩამოშორდა მედლებისთვის ბრძოლას. ბელარუსი და სლოვაკი მეტოქეების დამარცხების შემდეგ, ქართველმა აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევთან წააგო.

ვიდეო: ბექა ღვინიაშვილი უზბეკი მეტოქის წინააღმდეგ

-100 კგ. წონითი კატეგორია

ონისე სანებლიძე პირველ ეტაპზე არაბერთის გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელს შეხვდა და დაამარცხა მეტოქე. ქართველის შემდეგი მოწინააღმდეგე ბენჟამინ ფლეტჩერი იყო და ამ შემთხვევაში, გამარჯვება მეტოქეს დარჩა. შესაბამისად, სანებლიძე გამოეთიშა მედლებისთვის ბრძოლას.

ამ წონაში, ასევე მეორე ეტაპამდე მივიდა ლაშა ტაველური. ქართველმა ძიუდოისტმა ოლიმპიური გუნდის სახელით მოასპარეზე ანან ხანკანი დაამარცხა, შემდეგ კი ებრაელ პეტერ პალჩიკს დაუპირისპირდა და წააგო. ამ წონაში, საქართველოს ნაკრები უმედლოდ დარჩა.

+100 კგ. წონითი კატეგორია

მძიმე წონაში ოქროს მედლისთვის იბრძვის გელა ზაალიშვილი. ქართველი ძიუდოისტი მეორე ეტაპიდან ჩაერთო ტურნირში და პირველ ორთაბრძოლაში რუსი ბრაჩევი დაამარცხა. შემდეგ ებრაელ სასონს მოუგო, რასაც პოლონელ სარნაცკისთან გამარჯვება მოჰყვა. შესააბამისად, გელა ნახევარფინალში იასპარეზებს.

ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს ლევან მატიაშვილი, რომელმაც აზერბაიჯანელ და უნგრელ მეტოქეებს კი აჯობა, მაგრამ იაპონელ ჰარასავასთან დამარცხდა. მატიაშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ჯერ ყაზახ კაჟიბაევს დაუპირისპირდება. 

ვიდეო: გელა ზაალიშვილის გამარჯვება პოლონელ სარნაცკისთან

კომენტარები

ბოლო ამბები