- U18 საქართველო 85:40 U18 დანია
- შემდეგი მეტოქე ჩრდილოეთ მაკედონიაა
18-წლამდელთა ევრობასკეტზე (B დივიზიონი) საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა სლოვაკეთის ნაკრებს 35 ქულის სხვაობით მოუგო, დღეს კი დანიასთან ესეც არ იკმარა და 85:40 გაანადგურა მეტოქე.
მეტოქის 45 ქულის სხვაობით დამარცხების შემდეგ, ჩვენი გუნდი B ჯგუფის ლიდერია ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად (2-2 გამარჯვება). 1 გამარჯვება აქვს უკრაინის ნაკრებს, სლოვაკეთი და დანია კი ჯერ მოგების გარეშე ასპარეზობენ.
28 ივლისს საქართველოს ნაკრები სწორედ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს შეხვდება.
გუნდში საუკეთესო 216 სმ სიმაღლის 17 წლის ცენტრი საბა გიგიბერია იყო +20 ეფექტურობის კოეფიციენტით, ამერიკულ ჰაი სქულში მოთამაშე ცენტრმა 12 ქულა, 7 მოხსნა და თითო პასი, ჩაჭრა და დაფარება მიითვალა.
ქულებით საუკეთესოები ნიკოლოზ გაფრინდაშვილი (15) და რატი ანდრონიკაშვილი (14) იყვნენ. ლაშა მიქელაძის ანგარიშზე 12 ქულაა.
კომენტარები