Thumbnail
  • ტატო გრიგალაშვილმა რობინ პაცეკი კარიერაში მეორედ დაამარცხა
  • გრიგალაშვილმა საქართველოს ზაგრებში მეორე მედალი მოუტანა

ორი საჭიდაო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს ზაგრების გრან პრიზე 2 მედალი აქვს - ეთერ ლიპარტელიანის ბრინჯაოს მედალს, ტატო გრიგალაშვილის ბრინჯაოც მიემატა.

ქართველმა ძიუდოისტმა გადამწყვეტ შეხვედრაში რობინ პაცეკს ჯერ ვაზარი აუღო, რის შემდეგაც მეტოქე იპონზეც დააგდო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ტატომ შვედი ძიუდოისტი კარიერაში მეორედ დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ძიუდოისტმა ზედიზედ ორ ტურნირზე შეძლო მედლის მოგება - მან ბუდაპეშტში მოგებულ ოქროს ზაგრებში მოგებული ბრინჯაოც მიუმატა. ტატოს გრან პრისა და გრანდ სლემზე უკვე 5 მედალი აქვს მოგებული: 4 ბრინჯაო და 1 ოქრო.

ტატო გრიგალაშვილის ლამაზი იპონი რობინ პაცეკთან

ტატო გრიგალაშვილის ლამაზი იპონი რობინ პაცეკთან ტატოს მე-5 მედალი დიდ ძიუდოისტებში

Posted by Silk Sport on შაბათი, 27 ივლისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები