Thumbnail
  • მეორე საჭიდაო დღეს ზაგრებში ტატამზე 3 ქართველი ძიუდოისტი გავიდა
  • ზებედა რეხვიაშვილი და მარიამ ჭანტურია მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ
  • ტატო გრიგალაშვილის ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს

ზაგრების გრან პრის მეორე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი ძიუდოისტი გავიდა: მარიამ ჭანტურია (70კგ), ზებედა რეხვიაშვილი (81კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81კგ). სამწუხაროდ, მარიამი და ზებედა ტურნირს მალევე გამოეთიშნენ.

ჭანტურიამ პირველ ბრძოლაში გაბონელი კარენ ვორას ჯერ ვაზარი აუღო, რის შემდეგაც მეტოქეს 3 გაფრთხილება მიაღებინა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. მარიამმა მორიგი ბრძოლაც კარგად დაიწყო - ხორვატი ბარბარა მატიჩი 2-ჯერ გააფრთხილებინა, თუმცა შეხვედრა იპონით დათმო და მედლისთვის ბრძოლა ვერ გააგრძელა.

ზებედა რეხვიაშვილი ტატამს დიდი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. მან პირველ შეხვედრაში ბურუნდელ სამუელ კვიტონდას 2 წუთში იპონით სძლია, თუმცა მომდევნო დაპირისპირებაში გერმანელ ტიმო კაველიუსთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

ზებედა რეხვიაშვილის იპონი ბურუნდელ სამუელ კვიტონდასთან

ზებედა რეხვიაშვილის იპონი ბურუნდელ სამუელ კვიტონდასთან

Posted by Silk Sport on შაბათი, 27 ივლისი, 2019

ტატო გრიგალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ის მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, საიდ მოლაისთან მეოთხედფინალში დამარცხდა, რის შემდეგაც რეპეშაჟში ბრაზილიელ ლეანდროს ვაზარით მოუგო და ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში შვედ რობინ პაჩეკს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები