Thumbnail

ჰამბურგში ევროპის ღია პირველობის (ATP 500. საპრიზო ფონდი €1 718 170 ) პირველ ნახევარფინალურ მატჩში მე-4 ნომრად განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილი (16) მე-2 ნომრად განთესილ ალექსანდერ ზვერევს (5) შეხვდა და სამ სეტში დაამარცხა - 6:4, 4:6, 7:6 (7:5). ქართველი ჩოგბურთელი 3:0-ს იგებდა გადამწყვეტ სეტში, მაგრამ მან "მოახერხა" და ზედიზედ 5 გეიმი წააგო! თუმცა შემდეგ ტაი ბრეიკში 2:5-დან ზედიზედ 5-ჯერ ჩაუგდო! მატჩი 3 საათსა 10 წუთში დასრულდა.

ქართველ ჩოგბურთელს 68 უნებლიე შეცდომა ჰქონდა, თუმცა მან 40 ვინერი შეასრულა! ბასილაშვილმა კარიერაში მეოთხედ დაამარცხა ტოპათეულის ჩოგბურთელი. 

27 წლის ქართველი ჩოგბურთელი ჰამბურგის ტურნირის ფინალში რუს ანდრეი რუბლევს შეხვდება.

ასე რომ, ტურნირის შარშანდელი ჩემპიონი ბასილაშვილი შეჯიბრებას ფინალში აგრძელებს. მან შეძლო 520-დან 300 ქულის შენარჩუნება და მიმდინარე რეიტინგ-ლისტში ის მსოფლიოს მე-18 ჩოგანია 1 775 ქულით. თუ ფინალს მოიგებს, ბასილაშვილი მე-16 პოზიციას დაუბრუნდება.  

პირველ სეტში თანაბარი თამაში იყო, თავიდან ქართველ ჩოგბურთელს უჭირდა საკუთარი მოწოდების მოგება, მას სამი ბრეიქ პოინტის მოგერიება მოუწია.

შემდეგ სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა, ახლა გერმანელს უჭირდა მოწოდების მოგებაზვერევმაც სამი ბრეიქი მოიგერია, მაგრამ 4:5-ზე ორმაგი შეცდომა დაუშვა და ბასილაშვილმა სეტი 6:4 57 წუთში მოიგო. 

მეორე სეტში პირველი ბრეიქ პოინტი ბასილაშვილს ჰქონდა 1:0-ზე, მაგრამ ზვერევმა შეძლო სიტუაციის გადარჩენა. თუმცა მასპინძელმა იგივეს გამეორება 1:2-ზე ვეღარ შეძლო და ბასილაშვილი 3:1-ით დაწინაურდა. 

სამწუხაროდ, უკუბრეიქი ეგრევე შედგა - ბასილაშვილმა ერთი ბრეიქ პოინტი მოიგერია, მაგრამ შემდეგ შეცდომა დაუშვა.საკუთარ მოწოდებაზე ზვერევი შეუდარებელი იყო, ნულზე მოიგო და ანგარიშიც გათანაბრდა - 3:3.

მატჩი 3 საათსა და 7 წუთს გაგრძელდა

4:4-ზე ბასილაშვილმა კიდევ ერთხელ დაკარგა საკუთარი მოწოდება, რომელშიც 15:0 დაწინაურდა. ზვერევმა სეტის ბოლომდე მიყვანა შეძლო და 45 წუთში გაიმარჯვა - 6:4. 

გადამწყვეტი სეტი ბასილაშვილმა დამაჯერებლად მოგებული გეიმით მოიგო საკუთარ ჩაწოდებაზე, რასაც მოყვა ბრეიქ პოინტი, რომელიც ქართველმა ჩოგბურთელმა გამოიყენა და 2:0 დაწინაურდა.

ამას მოყვა 0:40 საკუთარ მოწოდებაზე, ნიკამ გეიმში 4 ბრეიქ პოინტი გადაარჩინა (!) და 3:0 დაწინაურდა. 

3:1-ზე ბასილაშვილი 40:15-ს იგებდა, მაგრამ ბევრი შეცდომა დაუშვა და ბოლოს ბადესთან გასულ ქართველს ზვერევმა მოწოდება მოუგო - 3:2. ზვერევმა შემდეგი, დაძაბული გეიმი ეისით დაასრულა და ანგარიში გაათანაბრა - 3:3.

ბასილაშვილმა კიდევ ერთი მოწოდება დაკარგა და ზედიზედ მეოთხე გეიმი დათმო, შემდეგ მეხუთეც - 3:5. ბასილაშვილმა საკუთარ მოწოდებაზე ორი მატჩ პოინტი გადაარჩინა და, როგორც იქნა, გეიმის მოგება შეძლო - 4:5.

როცა უკვე ყველას ყველაფერი დასრულებული ეგონა, ნიკამ ორმაგი ბრეიქ პოინტიდან ერთი გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა - 5:5. 

საკუთარ მოწოდებაზე ბასილაშვილმა ორი ბრეიქ პოინტი გადაარჩინა. იყო სადავო ეპიზოდიც, როცა მსაჯის გადაწყვეტილებას ზვერევი არაფრით დაეთანხმა, თუმცა საბოლოოდ ბასილაშვილი 6:5 დაწინაურდა. ზვერევმა საკუთარი მოწოდება მოიგო და თამაში გადამწყვეტ ტაი ბრეიკში გადავიდა.

ტაი ბრეიკში ზვერევი შესანიშნავი ეისით 5:2 დაწინაურდა. ამის შემდეგ ბასილაშვილმა ჩაიგდო ხელში უპირატესობა და 6:5 გახადა და მატჩზე აწვდიდა და გაიმარჯვა კიდეც - 7:5!

მატჩის სტატისტიკა

კომენტარები

ბოლო ამბები