Thumbnail
  • მაურისიო პოჩეტინოს გუნდში 25 წლის თანამემამულის მიწვევა ძალიან სურდა
  • როგორც ჩანს, ტურინულ კლუბს პაულო დიბალა გაცილებით ძვირად უღირს

ტურინის იუვენტუსის ხელმძღვანელობამ კვლავ უარით უპასუხა ლონდონის ტოტენჰემის შეთავაზებას, არგენტინელი ფორვარდის, პაულო დიბალას ტრანსფერთან დაკავშირებით. 

ლონდონური კლუბის წარმომადგენლები ცდილობდნენ, იუვენტუსი ფეხბურთელის 50 მილიონ ევროდ დათმობაზე დაეყოლიებინათ. ამ ტრანსფერით განსაკუთრებით დეზების არგენტინელი თავკაცი მაურისიო პოჩიტინო იყო დაინტერესებული, რომელსაც გუნდის თანამემამულით გაძლიერება სურდა, მაგრამ როგორც იტალიური მედია იუწყება, სერია A-ს მოქმედ ჩემპიონებს 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ შეთავაზებული თანხა არ აკმაყოფილებთ.

იუვეში დიბალას მდგომარეობაზე კრიშტიანო რონალდოს მისვლამ იმოქმედა

პაულო დიბალა ტურინის იუვენტუსის ღირსებას 2015 წლიდან იცავს. გასულ სეზონში არგენტინელმა თავდამსხმელმა საკლუბო დონეზე ყველა ტურნირში ჩატარებულ 42 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა. ფეხბურთელსა და იტალიურ კლუბს შორის კონტრაქტი 2022 წლის 30 ივლისამდე მოქმედებს.

მანამდე იწერებოდა, რომ ტურინის იუვენტუსმა პაულო დიბალა შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედს ფორვარდ რომელუ ლუკაკუში გაუცვალოს.

კომენტარები

ბოლო ამბები