Thumbnail

უვადო კონტრაქტი ლეო მესის - ბარსელონა შეთავაზებას ამზადებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კატალონიური კლუბი 32 წლის არგენტინელს სამუდამო კონტრაქტს შესთავაზებს
  • ბარსელონას სუპერვარსკვლავს ამჟამინდელი კონტრაქტი 2021 წელს უმთავრდება

ბარსელონას ხელმძღვანელობა აპირებს, ლიონელ მესის უვადო კონტრაქტი კარიერის ბოლომდე შესთავაზოს. ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება. 

32 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავის ამჟამინდელი კონტრაქტი კატალონიურ კლუბთან 2021 წლის ზაფხულში იწურება. ამასთან, შეთანხმებაში არსებობს პუნქტი, მისი ერთი წლით გახანაგრძლივების შესახებ.

ხოსეპ მარია ბარტომეუ ლეოსთვის ახალ შეთავაზება ამზადებს

ცოტა ხნის წინ იუწყებოდნენ, რომ კლუბი ლეოსთან ხელშეკრულების გაგრძელებას 2023 წლამდე აპირებდა, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, ახლა ბარსელონაში მესისთვის უვადო კონტრაქტის გაფორმებაზე ფიქრობენ, რომელიც მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც ფეხბურთელი ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს.

თავად ლიონელ მესისაც არაერთგზის უთქვამს, რომ მზადაა, კატალონიურ გრანდს მთელი ცხოვრება მიუძღვნას და მოხარული იქნება, თუ კარიერას სწორედ ბარსელონაში დაასრულებს.

ლიონელ მესი ბარსელონას აღზრდილია და მისი მთავარი გუნდის ღირსებას 2003 წლიდან იცავს. ამ ხნის განმავლობაში არგენტინელმა სუპერვარსკლავმა კლუბთან ერთად ესპანეთის ჩემპიონობა 10-ჯერ მოიპოვა, 6-ჯერ - ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული კი 4-ჯერ გახდა. 

გასულ სეზონში ფორვარდმა ესპანეთის ჩემპიონატის 34 მატჩში თამაშა, გაიტანა 36 გოლი და მითვალა 13 საგოლე პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები