Thumbnail
  • გოგა ბითაძე ინდიანაპოლისს გაუშინაურდა
  • ქართველი ცენტრი ქალაქის ზოოპარკში

ინდიანა პეისერსის ახალწვეული გოგა ბითაძე ინდიანაპოლისშია და ახალ გარემოს ეგუება. პეისერსის ოფიციალურ ტვიტერზე დაიდო მცირე ვიდეო, როგორ ერთობა გოგა ინდიანაპოლისის ზოოპარკში. იქაურ დელფინარიუმში გოგა ცდილობს დელფინის 'საცეკვაო' ტრუკის გამეორებას.

შეგახსენებთ, რომ გოგა ბითაძე ინდიანამ NBA-ს დრაფტის პირველ წრეში მე-18 ნომრად აირჩია. ქართველმა დაგვიანებით მოაგვარა სავიზო პრობლემები, რის გამოც მას NBA-ს საზაფხულო ლიგის გამოტოვება მოუწია. ბითაძემ ინდიანასთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 88-ნომრიანი მაისურა აირჩია. 

კომენტარები

ბოლო ამბები