- დიდი 10-ის მე-12 ტური დაიწყო.
- აკადემია 9:17 ლოკომოტივი.
- ლოკომოტივმა პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
დიდი 10-ის მე-12 ტური აკადემიისა და ლოკომოტივის მატჩით გაიხსნა. ლოკომოტივის მორაგბეებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და მე-8 წუთზე ბექა წიკლაურმა ანგარიში ჯარიმით გახსნა. ორ წუთში აკადემიამ დავით მოძღვრიშვილის ჯარიმით გაათანაბრა, ხოლო 22-ე წუთზე ისევ მოძღვრიშვილმა აკადემია ჯარიმით დააწინაურა. ტაიმის ბოლოს ლოკომოტივმა წინ გასვლა მაინც მოახერხა. ლელო გიორგი შკინინმა დადო და ბექა წიკლაურმა გარდასახვის გატანა მოახერხა. აკადემიამ ანგარიში კიდევ ერთხელ შეამცირა, მოძღვრიშვილმა ჯარიმა გაიტანა და ტაიმი ლოკომოტივის სასარგებლოდ 10:9 დასრულდა.
მეორე ტაიმში ქულები მხოლოდ ლოკომოტივმა აიღო. 77-ე წუთზე ფარნა გასვიანმა მოახერხა ლელოს დადება, რომელიც ბექა წიკლაურმა გარდასახა და მატჩის საბოლოო ანგარიში ტაბლოზე 17:10 დააფიქსირა.

ლოკომოტივმა პირველ ადგილზე გადაინაცვლა, თბილისური კლუბს 46 ქულა აქვს და აიას სამი ქულით უსწრებს.
შაბათ-კვირას დიდი 10-ის კიდევ ოთხი მატჩი გაიმართება.
შაბათი : ლელო - აია. ხარები - არმაზი.
კვირა : ჯიქი - ბაგრატი. ბათუმი - არმია.
კომენტარები