Thumbnail
  • საქართველო 80:45 სლოვაკეთი
  • 27 ივლისი: საქართველო V დანია

რუმინეთში დაიწყო ევრობასკეტი (B დივიზიონი) 18-წლამდელ კალათბურთელთა შორის. ელიტაში გადასვლისთვის ბრძოლა 35-ქულიანი სხვაობით მოგებით დაიწყო საქართველოს ნაკრებმა, სლოვაკეთი უშანსოდ დაამარცხა - 80:45. 

სლოვაკები მხოლოდ ორ მეოთხედში გაუძალიანდნენ მეტოქეს, პირველში საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ 2 ქულით მოიგო, მეორეში კი - 4-ით. გადამწყვეტი მე-3 მეოთხედი გამოდგა, რომელშიც ჩვენმა გუნდმა უბრალოდ გაანადგურა დაღლილი მეტოქე - 27:5!

ჩვენს გუნდში საუკეთესო ეროვნული ნაკრების წევრი რატი ანდრონიკაშვილი იყო +26 ეფექტურობის კოეფიციენტით. მან გუნდს 16 ქულა მოუტანა. რატიმ 7 ასისტი, 6 ჩაჭრა და 3 მოხსნა მიითვალა. 

ალექსანდრე მერკვილაძემ 15 ქულა ჩააგდო, ხოლო ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა - 13. 

მოხსნებით საუკეთესო საბა გიგიბერია იყო, ტანმაღალმა ცენტრმა 4 ქულა, 11 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. 

სლოვაკეთის ნაკრებში 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ ფილიპ პეტერ რაკაი გადაცდა - 14 ქულა. 
ნაკრები B ჯგუფში ირლანდიასთან, დანიასთან, უკრაინასთან, სლოვაკეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად თამაშობს. 27 ივლისს საქართველოს ნაკრების მეტოქე დანიაა.

კომენტარები

ბოლო ამბები