Thumbnail

მილიონი ევრო 16 წლის ბავშვს - პსჟ ჩავი სიმონსს ბარსაზე 10-ჯერ მეტს უხდის!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • პარი სენ-ჟერმენმა ბარსელონას უნიჭიერესი ფეხბურთელი წაართვა
  • 16 წლის ჩავი სიმონსს პარიზში თინეიჯერისთვის ზღაპრული ხელფასი ექნება

3 დღის წინ ვწერდით, რომ ბარსელონამ ჩავი სიმონსის სახით მეგა-ტალანტი დაკარგა - 16 წლის უნიჭიერესი ფეხბურთელი პარი სენ-ჟერმენმა გადაიბირა! როგორც მოსალოდნელი იყო, სიმონსის გადაწყვეტილების მიზეზი, დიდი ალბათობით, ფულია. ძალიან ბევრი ფული!

კატალონიური გრანდის ბავშვთა აკადემიიდან პსჟ-ს 17-წლამდელთა გუნდში გადასვლით, სიმონსი ათჯერ მეტ ხელფასს მიიღებს, ვიდრე ბარსელონა სთავაზობდა. ‘მუნდო დეპორტივოს’ ინფორმაციით, თინეიჯერის ხელფასი პარიზში წელიწადში 1 მილიონი ევრო იქნება!

Radio Catalunya-ს ცნობით, ბარსელონა სიმონსის შენარჩუნებას შეეცადა და შესთავაზა კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც ის ბარსას A იუნიორებში გადავიდოდა, უეფას Youth League-ში ითამაშებდა და პირველ წელს 100 000 ევროს მიიღებდა. 

პარიზელებმა კი 100-ჯერ მეტი შესთავაზეს! სიმონსმა პსჟ-სთან კონტრაქტი 2022 წლამდე გააფორმა. მისი აგენტი ცნობილი მინო რაიოლაა, რომელიც არაერთი სუპერვარსკვლავის, მათ შორის პოლ პოგბას, ზლატან იბრაჰიმოვიჩის და მარკო ვერატის მრჩეველიცაა.

ჩავი სიმონსმა ტრანსფერი სოციალურ ქსელებში დაადასტურა. ინსტაგრამზე მას 1,8 მილიონი გამომწერი ჰყავს. შედარებისთვის: გელზენკირხენის შალკეს ინსტაგრამზე დაახლოებით 700 000 აბონენტი ჰყავს.

სიმონსი არა მარტო სოციალურ ქსელებშია პოპულარული, არამედ უკვე Nike-თანაც აქვს ხელშეკრულება და ასევე შექმნილი აქვს საკუთარი ლოგოც. სიმონსი ჰოლანდიის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობს - აქვს როგორც ჰოლანდიის, ისე ესპანეთის მოქალაქეობაც. მან ინსტაგრამზე დაწერა, რომ მშობლებმა ჩავი ბარსელონას ლეგენდის, ჩავი ერნანდესის გამო დაარქვეს...

გამოკითხვა

ვინ სად წავა სატრანსფერო პერიოდში?

  • დავიდ დე ხეა პსჟ-ში
  • ლეროი სანე ბაიერნში
  • პოლ პოგბა იუვენტუსში
  • რომელუ ლუკაკუ ინტერში
  • ჰენრიხ მხითარიანი ჩინეთში
  • ფილიპე კოუტინიო ჩელსიში
  • ალექსანდრ ლაკაზეტი ბასელონაში
  • კრისტიან ერიკსენი რეალ მადრიდში

კომენტარები

ბოლო ამბები