Thumbnail
  • ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტებმა ბაქოში 5 მედალი მოიგეს
  • საქართველოს მესამე საჭიდაო დღეს 4 მედალი მიემატა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბაქოში მიმდინარე ევროპის ოლიმპიური ფესტივალი 5 მედლით დაასრულა. შეგახსენებთ, რომ პირველი მედალი საქართველოს, 50-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ნიკა ბაჩიაშვილმა მოუტანა, რომელმაც ფინალი რუმინელ მეტოქეს მოუგო.

საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს მესამე საჭიდაო დღეს კიდევ 4 მედალი მიემატა. ფინალში გააღწია აკაკი ჯაფარიძემ (81კგ), რომელიც ფრანგ არნო არეგბასთან იპონით დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა.

თორნიკე ფოლადიშვილმა (90კგ) ბრინჯაოს მედლისთვის გამართულ შეხვედრაში როი სივანს 2 წუთსა და 4 წამში იპონით აჯობა. გიგა ტატიაშვილმა ასევე ბრინჯაო მოიგო - მან იტალიელი ჯან კარლეტი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა. ტატიაშვილმა მეტოქეს ვაზარით სძლია.

აღსანიშნავია, გვანცა სომხიშვილის წარმატება, რომელმაც სლოვენიელი ნიკი ნორჩიჩი 27 წამში იპონით დაამარცხა. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ოლიმპიურ ფესტივალზე 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიგო, რითიც ძიუდოს გუნდურ ჩათვლაში მე-7 ადგილი დაიკავა. ქართველები საერთო გუნდურ ჩათვლაში 13 მედლით მე-19 ადგილზე არიან.

კომენტარები

ბოლო ამბები