Thumbnail

ლიპარტელიანმა კორეელ მეტოქეს მოუგო - პირველი მედალი ზაგრებიდან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ეთერ ლიპარტელიანმა კორეელი ჯანდი კიმი დაამარცხა
  • ლიპარტელიანმა გრან პრიზე კარიერაში პირველი მედალი მოიპოვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ეთერ ლიპარტელიანმა ზაგრების გრან პრიზე პირველი მედალი მოუტანა. ეს ბრინჯაოს მედალი ქართველი ძიუდოისტისთვის გრან პრიზე ასპარეზობის ისტორიაში პირველია.

ლიპარტელიანმა ნახევარფინალამდე გააღწია, სადაც იაპონელ მომო ტამაოკისთან დამარცხდა. ის პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორეში კი მას კანადელი კრისტა დეგუჩი არ გამოუცხადდა. შემდეგ ლიპარტელიანმა ბრიტანელ ლელე ნაირნეს და ჩინელ ვენ ჩანგს მოუგო.

მან ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში სამხრეთ კორეელ ჯანდი კიმს ორი ვაზარი აუღო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. იმედია, ეთერი კიდევ მოუმატებს და, სამომავლოდ, ქალთა ძიუდოშიც ძლიერი წარმომადგენელი გვეყოლება.

კომენტარები

ბოლო ამბები