Thumbnail
  • ლევან ყენია საბურთალოს ფეხბურთელია
  • კლუბმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა

საქართველოს ჩემპიონმა საბურთალომ 28 წლის ნახევარმცველი ლევან ყენია ოფიციალურად დაიმატა. საბურთალოში ყენია თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა. ბოლოს ყენია ლუქსემბურგის დუდელანჟში თამაშობდა (11 მატჩი, 1 გოლი). 

ოფიციალურად: ლევან ყენია საბურთალოს ფეხბურთელია 📄✍ #Welcome #LK14

Posted by FC Saburtalo on პარასკევი, 26 ივლისი, 2019

ყენიას საქართველოში აქამდე მხოლოდ ლოკომოტივში უთამაშია, ის სწორედ ლოკომოტივიდან გადავიდა შალკე 04-ში. ლევანს 2009 წელს 18 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი გერმანულ ბუნდესლიგაში, თუმცა 2012 წლამდე მან სულ 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ამის მიზეზი ხშირი ტრავმები იყო.

ლევან ყენია საბურთალოში ითამაშებს
📸 | საბურთალო

უკრაინულ კარპატიში გატარებული ერთი სეზონის შემდეგ, ყენია ისევ გერმანიაში დაბრუნდა - ფორტუნას ფეხბურთელი გახდა (11 თამაში). 2014-2017 წლებში ლევანი პრაღის სლავიაში თამაშობდა, საიდანაც 2017 წელს ისევ თბილისის ლოკომოტივში დაბრუნდა, შარშან კი ისევ ლეგიონერი გახდა - დუდელანჟში გადავიდა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ლევან ყენიას 29 თამაშში 4 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები