Thumbnail

მეტი დრო სჭირდება! ნოვაკ ჯოკოვიჩი მონრეალის მასტერსს გამოტოვებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ნოვაკ ჯოკოვიჩი აშშ-ის ღია პირველობაზე ტიტულის შენარჩუნებას შეეცდება
  • იმისათვის, რომ ოპტიმალურად მოემზადოს, ნოლე მონრეალის მასტერსზე უარს ამბობს

უიმბლდონის ღია პირველობის გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი მონრეალის ATP-მასტერსზე (5 აგვისტოდან) არ იასპარეზებს.

32 წლის სერბმა განაცხადა, რომ აშშ-ის ღია პირველობისთვის ოპტიმალურად მოსამზადებლად დასვენებისა და რეგენერაციისთვის მეტი დრო სჭირდება. ამრიგად, მონრეალის მასტერსზე პირველ ნომრად საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებული რაფაელ ნადალი იქნება განთესილი.

შეგახსენებთ, რომ უიმბლდონის ფინალში ჯოკოვიჩმა დაუვიწყარი, 5-საათიანი ბრძოლა გადაიტანა როჯერ ფედერერთან და დიდი სლემების კლასიკა მეხუთედ მოიგო. საერთო ჯამშო, ნოლეს დიდი სლემის ტურნირები 16-ჯერ აქვს მოგებული. სეზონის ბოლო გრანდ სლემზე, ნიუ ირკში, ჯოკოვიჩი მოქმედ გამარჯვებულის სტატუსით იასპარეზებს და ტიტულის დაცვას შეეცდება.

📋 მეტი ამ თემაზე:

 

კომენტარები

ბოლო ამბები