Thumbnail

რომანტიული ტრანსფერი - 36 წლის დე როსი ბოკა ხუნიორსში ითამაშებს!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • დე როსი ბოკას ფეხბურთელია
  • "ისე არ მინდოდა კარიერის დასრულება, რომ ბოკას ფორმა არ მომერგო"

გასული სეზონის დასრულების შემდეგ დანიელე დე როსიმ რომაში 18 წლიანი კარიერა დაასრულა. იტალიის ნაკრების ვეტერანი და მსოფლიოს ჩემპიონი ახალი კლუბის ძიებაში იყო და საბოლოოდ ბევრი მისი კოლეგისგან განსხვავებით, ჩინეთში, ყატარში და MLS-ში თამაშს ბოკა ხუნიორსში წასვლა არჩია.

36 წლის დე როსიმ უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და დიდი ალბათობით გუნდს დღეს შეუერთდება. დე როსის წარდგენას ბოკა ოფიციალურად ორშაბათს გეგმავს. "ისე არ მინდოდა კარიერის დასრულება, რომ ბოკას ფორმა არ მომერგო." - ამბობს დე როსი.

ბოკას სპორტული დირექტორი ნიკოლას ბურდისოა, რომელიც 2009-14 წლებში რომაში დე როსის გუნდელი გახლდათ, დიდი ალბათობით ტრანსფერი სწორედ ბურდისოს დახმარებით განხორციელდა. 

არგენტინის სუპერლიგა სტარტს შემდეგ კვირას აიღებს, სადაც ბოკა ჰურაკანს დაუპირისპირდება. ხოლო პირველ სუპერკლასიკოს რივერთან დე როსი 1 სექტემბერს ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები