Thumbnail

დანებით შეიარაღებული თავდასხმა იოზილზე! კოლაშინაცის გმირობა შიშველი ხელებით

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • არსენალის ვარსკვლავმა თავი რესტორანს შეაფარა
  • თვითმხილველთა თქმით, იოზილი ძალიან შეშინებული იყო
  • მესუთ თანაგუნდელმა სეად კოლაშინაცმა შიშველი ხელებით დაიცვა

ლონდონის არსენალის ფეხბურთელ მესუთ იოზილს ლონდონში, დანებით შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. თავდამსხმელები 30 წლის ფეხბურთელის ავტომობილს მოტოციკლეტებით მიადგნენ - იოზილთან ერთად, მანქანაში სეად კოლაშინაციც იმყოფებოდა.

ჯერჯერობით უცნობია, რა მიზანი ჰქონდათ თავდამსხმელებს - იოზილის 112 000-ევროიანი მანქანის (Mercedes G-კლასი) გატაცება სურდათ, ფეხბურთელის დაყაჩაღება, თუ უფრო უარესი რამ. მათი დაკავება ვერ მოხერხდა.

თავდასხმის კადრები სათვალთვალო კამერამ გადაიღო: 7-წამიან ვიდეოს ერთ საათში მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა. ვიდეოში ჩანს, როგორ ცდილობს კოლაშინაცი თავდამსხმელების შიშველი ხელებით მოგერიებას.

მან იოზილი დაიცვა! როდესაც მესუთმა კარი დახურა, კოლაშინაცმა თავდამსხმელები აიძულა, გაქცეულიყვნენ. მოგვიანებით, იოზილმა რესტორან Likya-ს შეაფა თავი. 

პოლიცია ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა და მოწმეები ადგილზე დაკითხა. “საშინელი სიტუაცია იყო. ასეთი რამ არასდროს გვინახავს. იოზილი ძალიან შეშინებული ჩანდა!”

სეად კოლაშინაცი: 'ასეთების არასდროს მეშინია!'

“ორივე ფეხბურთელი კარგადაა, ჩვენ მათთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს,” - ეს არსენალის პრეს-სამსახურის წარმომადგენლის სიტყვებია.

“ასეთების არასდროს მეშინია. თავდამსხმელები გავაგდე!” - განაცხადა კოლაშინაცმა.

გამოძიება დაწყებულია.

კომენტარები

ბოლო ამბები