Thumbnail
  • ვაკო გვილიას ასისტი ევროპალიგაზე
  • ქართველი ლეგიონერები 25 ივლისს

25 ივლისს ევროპალიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა. აზერბაიჯანში დინამო თბილისმა გაბალას 2:0 მოუგო, ხოლო "დინამო არენაზე" ჩიხურა შოტლანდიის აბერდინს 1:1 ეთამაშა. ამ ორი შეხვედრის გარდა კიდევ რამდენიმე მატჩი გაიმართა, სადაც ქართველმა ლეგიონერებმა მიიღეს მონაწილეობა.

მათ შორის საუკეთესოდ ვაკო გვილიამ ითამაშა, რომელიც პოლონური ლეგიას ახალწვეულია. ვარშავაში ლეგიამ 1:0 მოუგო ფინეთის KuPS-ს. ეს ერთადერთი გოლი მე-9 წუთზე ვიეტესკამ თავით გვილიას კუთხურის შემდეგ გაიტანა. ვაკო 73-ე წუთზე გამოცვალეს. ამ წყვილში ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, თუმცა ლეგია ფავორიტად რჩება. 

ქართველთა გენტმა, რომელიც ბოლოწამს მოხვდა ევროთასებზე, რუმინულ ვიტორულს უმასპინძლა და 6:3 დაამარცხა. გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმირებულია, გიორგი ქვილითაია განაცხადში არ იყო, ხოლო გიორგი ბერიძის ოფიციალური დებიუტი ბელგიურ კლუბში მეორე ტაიმში შედგა. ის მოედანზე 62-ე წუთზე, უკვე 6:3-ზე გამოვიდა. 

ლატვიურმა ვენტსპილსმა 4:0 გაანადგურა შინ მალტის გზირა. გამარჯვებულთა რიგებში 90-90 წუთი ითამაშეს გიორგი მჭედლიშვილმა (გააფრთხილეს) და გუგა ფალავანდიშვილმა. 
გია გრიგალავას არსენალი შინ 0:1 დამარცხდა ნეფთჩისთან. აზერბაიჯანელებთან ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. 

ოთარ კიტეიშვილის შტურმი ნორვეგიაში ჰოგესუნდთან 0:2 დამარცხდა. ქართველმა ნახევარმცველმა დამარცხებული ფავორიტის რიგებში შეუცვლელად ითამაშა.

დადებით შედეგს მიაღწია კახა ცხადაძის ორდაბასიმ, ყაზახები ჩეხეთში მლადა ბოლესლავს დაუზავდნენ - 1:1. 

ლაშა პარუნაშვილის ესბიერგიც ფავორიტი იყო ბელარუსის შახტიორთან, მაგრამ ისიც 0:2 დამარცხდა სოლიგორსკში. პარუნაშვილმა 90 წუთი ითამაშა.

ოთარ კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა, მისმა ლუცერნმა კი შვეიცარიაში კლაკსვიკს 1:0 მოუგო.

კომენტარები

ბოლო ამბები