Thumbnail

დერეკ მაკინესი: ჩიხურასთვის დანიშნული პენალტი უსამართლო იყო

  • დერენ მაკინესს თამაში არ მოეწონა, მაგრამ შედეგით კმაყოფილია
  • შოტლანდიელი ჩიხურას თერთმეტრიანს უსამართლოს უწოდებს

საჩხერის ჩიხურამ ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი აბერდინთან ჩაატარა და მიუხედავად იმისა, რომ იგებდა, საბოლოოდ მაინც ფრეს დასჯერდა. შეხვედრის რუმინელმა არბიტრმა ჰორაციუ ფესნიკმა ორი 11-მეტრიანი დანიშნა და ორივე შემთხვევაში გოლი გავიდა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

შოტლანდიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დერეკ მაკინესმა ჩიხურასთან გამართული მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ ქართულ გუნდთან დაფიქსირებული შედეგით კმაყოფილია.

დერეკ მაკინესი: შედეგი ძალიან მომეწონა, მაგრამ თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ ვარ. რამდენიმე მოთამაშე ტრავმა ჰქონდა და სამწუხაროდ, ისინი ვერ დაგვეხმარნენ. იმედგაცრუებული ვიყავი, როდესაც ჩემი გუნდის კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნეს.

შოტლანდიაში დაბრუნების შემდეგ, ვეცდებით, რომ ყველაფერი გავაანალიზოთ და იქ სხვა ფეხბურთი ვითამაშოთ. პრესას თავისი საქმე აქვს და ჩვენ პატივს ვცემთ ჩიხურას.

კომენტარები

ბოლო ამბები