Thumbnail

'მომდევნო ეტაპზე ჯერ არ გავსულვართ' - ფელის ვისენტეს პრესკონფერენცია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

თბილისის დინამომ ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გამართა და სტუმრად გაბალა დაამარცხა. მატჩი თბილისური გუნდის უპირატესობით წარიმართა და შედეგიც ლოგიკური დაფიქსირდა. მატჩის შემდეგ, დინამოს მთავარმა მწვრთნელმა ფელის ვისენტემ პრესკონფერენცია გამართა…

ფელის ვისენტე (დინამოს მთავარი მწვრთნელი)

“ყველა ფეხბურთელი მაქსიმალურად დაიხარჯა, ჩვენი სიძლიერე კი გუნდური თამაში იყო. ამიტომ, კონკრეტულ ფეხბურთელებს ვერ გამოვარჩევ. პირველ ნახევარში რამდენჯერმე შეგვეძლო გატანა და მთლიანობაში, ვაკონტროლებდით თამაშის რიტმს. შესაბამისად, დამსახურებულად მოვიგეთ. შედეგით კმაყოფილი ვარ. მთავარია, რომ მთელი 95 წუთის განმავლობაში გუნდს მაღალი ტემპი ეჭირა.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი თამაში არ არის მომდევნო ეტაპზე გასვლის გარანტი და საპასუხო შეხვედრაშიც არანაკლები ბრძოლა მოგვიწევს. ეს ევროტურნირია და ყველა მატჩში ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ.

ჩვენი წარმატების მთავარი მიზეზი ერთსულოვნებაა. გუნდი ერთ მუშტადაა შეკრული და ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანებული. ეს ეხება არა მარტო ფეხბურთელებს, არამედ მთელ კლუბს, მათ შორის ტექნიკურ პერსონალს. ამ ერთიანობას წარმატება მოაქვს”.

კომენტარები

ბოლო ამბები