Thumbnail

ოქსანა კალაშნიკოვა ტაივანის ღია პირველობის ნახევარფინალშია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ოქსანა კალაშნიკოვა WTA-ს ტურნირზე წარმატებით თამაშობს.
  • ავსტრალიიდან მან ტაივანს მიაშურა, შემდეგ კი ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება.

ტაივანის დედაქალაქ ტაიბეიში ტაივანის ღია პირველობა მიმდინარეობს. WTA-ს ამ ტურნირის საპრიზო ფონდი 226 ათასი დოლარია და მასში წყვილთა ბადეში ოქსანა კალაშნიკოვა მონაწილოებს.

ქართველი ჩოგბურთელი იაპონელ ნაო ჰიბინოსთან ერთად თამაშობს. პირველ წრეში ქართულ-იაპონურმა დუეტმა ყაზახური (ზარიანა დიასი, იულია პუტინცევა) დაამარცხა - 6:2, 6:1. 

მეორე წრეში მათ შვედ კორნელია ლისტერსა და ავსტრალიელ არინა როდიონოვას მოუგეს - 6:2, 6;2. 
კალაშნიკოვა და ჰიბინო ტურნირის ნახევარფინალში არიან, სადაც პირველ ნომრად განთესილებს, ტიმეა ბაბოშს (უნგრეთი) და ჰაო-ჩინ ჩანს (ტაივანი) ხვდებიან. 

კომენტარები

ბოლო ამბები