Thumbnail

ოძეკების გარეშე - ტოჩინოშინი ზაფხულის ჯუნგიოდანაც მოეხსნა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 29 ივლისი-26 აგვისტო - ზაფხულის ჯუნგიო
  • ტურნეს ოთხივე ოძეკი დააკლდება

29 ივლისს იაპონიის გიფუს პრეფექტურის ქალაქ ოგაკიში ზაფხულის ტურნე (ჯუნგიო) იხსნება, რომელიც 26 აგვისტომდე გაგრძელდება. 26-ში კი ბანძუკე (რეიტინგ-ლისტი) გამოქვეყნდება. 8-22 სექტემბერს კი ტოკიოში აკი ბაშო გაიმართება. 

დასავლეთის ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ზაფხულის ჯუნგიოდანაც მოეხსნა - ქართველი სუმოისტი ტრავმებს იშუშებს - მას მხრის კუნთი აქვს გაწყვეტილი და მარჯვენა მუხლზე მენისკი აწუხებს. ამ ტრავმების გამო ტოჩინოშინი ნაგოია ბაშოს მე-6 დღიდან მოეხსნა და ახლა სექტემბერში მას ოძეკის ტიტულის დაცვა მოუწევს.

26 აგვისტოს ბანძუკეში ის ისევ დასავლეთის ოძეკი იქნება, თუმცა ქართველს კადობანში ჩააყენებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მორიგი უარყოფითი ბალანსი ტოჩინოშინს ოძეკის ტიტულს დააკარგვინებს (კარიერაში მეორედ). 

ტოჩინოშინი, შესაძლოა, ჯუნგიოს მიმდინარეობისას დაემატოს, რადგან აგვისტოს შუა რიცხვებისთვის ვარჯიშის განახლება შეეძლება. 

ჯუნგიოს უმაღლესი დივიზიონის 8 რიკიში დააკლდება, მათ შორის ოთხივე ოძეკია - გოეიდო, ტაკაიასუ, ტაკაკეიშო და ტოჩინოშინი. 26 აგვისტოს ტაკაკეიშოს ოძეკის ტიტულს ჩამოართმევენ, ხოლო სამეული კადობანში დადგება.  

კომენტარები

ბოლო ამბები