Thumbnail

ზაგრების გრან პრი | ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ზაგრების გრან პრიზე ყველა ქართველი ძიუდოისტის მეტოქე გაირკვა
  • მედლებისთვის 10 ქართველი სპორტსმენი იბრძოლებს

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, 26-დან 28 ივლისის ჩათვლით, ძიუდოს გრან პრი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები 9 ძიუდოისტით მიემგზავრება.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ხორვატიაში გადახალისებული შემადგენლობით ჩადის.

აღსანიშნავია, რომ ნაკრებში 4 წონა გაორებულია: 81, 90, 100 და მძიმე. დიდი პაუზის შემდეგ, გუნდს ზებედა რეხვიაშვილი დაუბრუნდა.

რინერისა და თუშიშვილის დაანონსებული ბრძოლა კი არ შედგება, რადგანაც გურამი ზაგრებში არ მიდის.

ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ზაგრების გრან პრიზე

-60კგ: თემურ ნოზაძე V მუსა დიოპი (სენეგალი)

-81კგ: ტატო გრიგალაშვილი V დომინიკ დრუზეტა (ხორვატია) V ემანუელ ლუსენტი (არგენტინა)

-81 კგ: ზებედა რეხვიაშვილი V სამუელ კვიტონდა (ბურუნდი)

-90კგ : ბექა ღვინიაშვილი V ვიქტორ კლიავუზაუ (ბელორუსი) V ნარსეი ლაჩკოვიჩი (სლოვენია)

-100კგ: ონისე სანებლიძე V ივან რემარენკო (ემირატები)

-100კგ: ლაშა ტაველური V ადნან ხანკანი

+100კგ: გელა ზაალიშვილი V ანტონ ბრაჩევი (რუსეთი)

+100კგ: ლევან მატიაშვილი V უშანგი კოკაური (აზერბაიჯანი) 

-52კგ: ტატიანა ლევიცკა-შუკვანი V ტასიანა სეზარი (გვინეა ბისაუ)

კომენტარები

ბოლო ამბები