Thumbnail
  • ტურინული კლუბი ფორმის დიზაინით გულშემატკივართა განცვიფრებას აგრძელებს
  • ფორმის პრეზენტაციაში დიბალა, კინი, პიანიჩი და ბენტანკური მონაწილეობდნენ

ტურინის იუვენტუსი ქომაგების განცვიფრებას აგრძელებს. ცოტა ხნის წინ კლუბმა 2019/20 წლების სეზონისთვის საშინაო ფორმის კომპლექტი წარმოადგინა, რომლის რევოლუციურ დიზაინში, ბევრისთვის მოულოდნელად, ვარდისფერი ზოლი გაჩნდა. 

და აი, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, ტურინელებმა ახალი სეზონისთვის საგარეო ფორმა წარმოადგინეს, რომლის მაისურის საბაზო ფერი თეთრია და მოწითალო დეტალებითაა გაფორმებული. წითელია შორტი.

კომპანია "ადიდასის" ფორმის პრეზენტაციაში მონაწილეობა პაულო დიბალამ, მოიზე კინმა, მირალემ პიანიჩმა და როდრიგო ბენტანკურმა მიიღეს.

კომენტარები

ბოლო ამბები