Thumbnail
  • ნაკრები ზაგრებში გადახალისებული შემადგენლობით მიდის
  • ზებედა რეხვიაშვილის დაბრუნება დიდი პაუზის შემდეგ

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, 26-დან 28 ივლისის ჩათვლით, ძიუდოს გრან პრი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები 9 ძიუდოისტით მიემგზავრება.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ხორვატიაში გადახალისებული შემადგენლობით ჩადის.

აღსანიშნავია, რომ ნაკრებში 4 წონა გაორებულია: 81, 90, 100 და მძიმე. დიდი პაუზის შემდეგ, გუნდს ზებედა რეხვიაშვილი დაუბრუნდა.

რინერისა და თუშიშვილის დაანონსებული ბრძოლა კი არ შედგება, რადგანაც გურამი ზაგრებში არ მიდის.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

-60კგ: თემურ ნოზაძე

-81კგ: ტატო გრიგალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი

-90კგ: ბექა ღვინიაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი

-100კგ: ონისე სანებლიძე, ლაშა ტაველური

+100კგ: გელა ზაალიშვილი, ლევან მატიაშვილი

კომენტარები

ბოლო ამბები