Thumbnail

'როდესაც ასეთ ამბავს ვიგებ, მძულს სპორტი' - ხაბიბი მოკრივის დაღუპვაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ხაბიბ ნურმაგომედოვმა რუსი მოკრივის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა
  • მსუბუქ წონაში UFC-ის ჩემპიონის თქმით, ამქვეყნად ყველაფერი დროებითია 

UFC-ის ჩემპიონმა მსუბუქ წონაში ხაბიბ ნურმაგომედოვმა მწუხარება გამოთქვა რუსი მოკრივის მაქსიმ დადაშევის დაღუპვის გამო, რომელიც წაგებული ბრძოლის შემდეგ რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

მეტი ამ თემაზე: რუსი მოკრივე ვერ გადაარჩინეს! დადაშევი ბრძოლიდან 4 დღეში გარდაიცვალა

"ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ სპორტი მთავარი არ არის და არსებობს უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები. ყოველთვის, როდესაც ასეთ ამბავს ვიგებ, მძულს სპორტი, რომელშიც ერთმანეთს ვურტყამთ. ყველაფერი დროებითია: სახელი, ფული, ტიტულები და მთელი ჩვენი ცხოვრება. ყველანი წავალთ იმქვეყნად და აქ არავინ დავრჩებით", - დაწერა 30 წლის ხაბიბმა.

მაქსიმ დადაშევს გული 23 ივლისს გაუჩერდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე კი ის ტექნიკური ნოკაუტით პუორტორიკოელ სუბრიელ მატიასთან ბრძოლაში დამარცხდა. 28 წლის რუსი მოკრივე უმალ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ტვინში სისხლის ჩაქცევა დაუდგინეს. ექიმებმა სპორტსმენის სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს.

კომენტარები

ბოლო ამბები