Thumbnail
  • ფერენცვაროში 3:1 ვალეტა
  • ქართველი მცველის გოლი ვალეტას მეკარეს ავტოგოლად ჩაუთვალეს

ლაშა დვალის ფერენცვაროშმა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალფიკაციო ეტაპზე მალტის ვალეტას საკუთარ მოედანზე უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა. 

ქართველმა მცველმა მე-19 წუთზე მოახერხა ანგარიშის გახსნა, თუმცა ლაშას დარტყმის შემდეგ ბურთი ვალეტას მეკარეს მოხვდა და კარში ისე აღმოჩნდა. შესაბამისად, ბონელოზე ავტოგოლი დაფიქსირდა.

ამის შემდეგ იტალიელმა ლანძაფამემ მალტელებს კიდევ ორი გოლი გაუტანა. ვალეტამ ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა და მეტი ვეღარ შეძლო. სტუმრებს 94-ე წუთზე ფეხბურთელიც გაუძევეს.

საპასუხო მატჩი მალტაში ერთ კვირაში გაიმართება. დვალის გუნდი მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში საბურთალოსა და ზაგრების დინამოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები