Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 6:4, 3:6, 6:3 ხუან იგნასიო ლონდერო
  • ბასილაშვილმა როლან გაროსისთვის შური იძია

ჰამბურგში ევროპის ღია პირველობის (ATP 500. საპრიზო ფონდი €1 718 170 ) მე-2 წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი (16) არგენტინელ ხუან იგნასიო ლონდეროს (56) შეხვდა და სამ სეტში დაამარცხა - 6:4, 3:6, 6:3. მატჩი საათსა და 50 წუთს გაგრძელდა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა, რომელიც ჰამბურგში მე-4 ნომრად განთესეს, შარშან გერმანიაში ტიტული მოიპოვა, რის გამოც 520 ქულა ჰქონდა დასაცავი. 

პირველ სეტში არგენტინელმა, თითქოს, უკეთ დაიწყო, მაგრამ მან ვერ მოახერხა 5 ბრეიქ პოინტის გამოყენება. აი, 3:3-ზე კი ნიკამ ორი დიდებული გათამაშებით შეძლო ბრეიქის აღება და დაწინაურება და შემდეგ მშვიდად მიიყვანა სეტი ბოლომდე - 6:4. პირველ სეტში ქართველი ჩოგბურთელის ანგარიშზე 18 ვინერია!

ბრეიქი პირველ სეტში

მეორე სეტში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, თუმცა შემდეგ ბასილაშვილმა კონცენტრაცია დაკარგა და 3:4-ზე საკუთარი მოწოდებაც დათმო და შემდეგ სეტიც. 

ხაზზე ზუსტად!

გადამწყვეტი სეტი ბასილაშვილმა კარგად დაიწყო, 1:0-ზე მეტოქის მოწოდება მეორე ცდაზე მოიგო და მალე 3:0 დაწინაურდა. 

ბრეიქი მესამე სეტში

საბოლოოდ, ქართველმა მეტოქეს აღარ მისცა მატჩის შემოტრიალების საშუალება და გადამწყვეტი სეტი 6:3 მოიგო. 

მატჩ პოინტი - ნიკა მეოთხედფინალშია!

ქართველი ჩოგბურთელი 1/4 ფინალში ფრანგ ჟერემი შარდის ხვდება, რომელმაც თანამემამულე რიშარ გასკეს დაძაბულ შეხვედრაში მოუგო - 7:6 (7:5), 7:5.

მიმდინარე რეიტინგში ნიკას 1 565 ქულა აქვს და 23-ე პოზიციაზეა. ნახევარფინალში გასვლით მას 100 ქულა კიდევ მოემატება და 22-ე ადგილზე გადაინაცვლებს. იმისთვის, რომ TOP 20-ში ადგილი არ დაკარგოს, ბასილაშვილი ფინალში მაინც უნდა გავიდეს. 

სტატისტიკა

 

კომენტარები

ბოლო ამბები