Thumbnail

'ასეთ სიცხეში თამაშს მიჩვეული არ ვართ' - აბერდინის მწვრთნელი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

25 ივლისს, თბილისში, დინამო არენაზე ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი შედგება. საჩხერის ჩიხურა შოტლანდიურ აბერდინს უმასპინძლებს. შოტლანდიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დერეკ მაკინსმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა და მოკლედ ისაუბრა…

დერეკ მაკინსი (აბერდინის მთავარი მწვრთნელი)

“ვიცით, რომ კარგი მეტოქე გვყავს, მაგრამ ნებისმიერი მატჩის წინ, ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა. ჩიხურა კარგად გაწვრთნილი გუნდია, რომელსაც რამდენიმე ძლიერი ინდივიდუალისტი ჰყავს. თუმცა, მეტოქის მთავარი პლუსი მაინც გუნდური თამაშია. 

არ ვართ მიჩვეული ასეთ სიცხეში თამაშს, თუმცა გუნდი ნებისმიერ კლიმატურ პირობებს უნდა მოერგოს და ამიტომ, მზად ვართ ბრძოლისთვის. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ”.

კომენტარები

ბოლო ამბები