Thumbnail
  • გაბალა V დინამო 25 ივლისს
  • მერაბ გიგაურის კომენტარი მატჩის წინ

25 ივლისს დინამო თბილისი ევროპალიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს გამართავს, 19 საათზე გაბალას სტუმრად ეთამაშება. გაბალას ღირსებას ორი ქართველი ლეგიონერი იცავს, მერაბ გიგაური და დავით ვოლკოვი.

24 წლის ვოლკოვი გასულ სეზონში გადავიდა გაბალაში და პრემიერლიგაში 13 თამაშში 2 გოლი გაიტანა. ის დინამო თბილისის ყოფილი ფეხბურთელია. 26 წლის მერაბ გიგაური ახლახან გადავიდა გაბალაში, მანამდე კი ის ქუთაისის ტორპედოს ღირსებას იცავდა. ამ სეზონში მან ეროვნულ ლიგაში 19 თამაშში მიიღო მონაწილეობა.

"დინამოსთან მატჩისთვის ინტენსიურად ვემზადებით. მხოლოდ ამ თამაშზე ვართ კონცენტრირებულნი. თავიდან ბოლომდე ამ მატჩზე ვფიქრობთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მეტოქის წინააღმდეგობა დავძლიოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ". 

კომენტარები

ბოლო ამბები