Thumbnail

ძიუდო | ნიკა ბაჩიაშვილმა ოლიმპიურ ფესტივალზე ოქროს მედალი მოიგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ნიკა ბაჩიაშვილმა საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა
  • ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში რუმინელი ძიუდოისტი დაამარცხა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბაქოში მიმდინარე ევროპის ოლიმპიურ ფესტივალზე პირველი მედალი მოიპოვა. 50-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ნიკა ბაჩიაშვილმა ოქროს მედალი მოიგო.

ბაჩიაშვილმა ავსტრიელ მეტოქეს პირველი ბრძოლა იპონით წუთსა და 20 წამში მოიგო, რის შემდეგაც იტალიელი მეტოქე დამატებით დროში ვაზარზე დააგდო. ნახევარფინალურ დაპირისპირებაში კი ფრანგი რომან პიკარდი წუთსა და 56 წამში იპონით დაამარცხა. 

ნიკამ ფინალურ ბრძოლაში რუმინელი მატეი ალექსანდრუ ვაზარით დაამარცხა. ეს იყო ქართული დელეგაციის პირველი მედალი ბაქოში. სულ კი საქართველოს 9 მედალი აქვს: 1 ოქრო, 4 ვერცხლი და 4 ბრინჯაო. საქართველო გუნდურ ჩათვლაში მე-10 ადგილზეა.

Bachiashvili(GEO) - Matei(ROU)

ნიკა ბაჩიაშვილის გამარჯვება ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალში

Posted by Georgian Judo Federation - საქართველოს ძიუდოს ფედერაცია on ოთხშაბათი, 24 ივლისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები