Thumbnail

რუსი მოკრივე ვერ გადაარჩინეს! დადაშევი ბრძოლიდან 4 დღეში გარდაიცვალა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მაქსიმ დადაშევი სუბრიელ მატიასთან ბრძოლის შემდეგ ხელოვნურ კომაში იყო
  • ექიმებმა რუსი მოკრივის გადარჩენა ვერ შეძლეს

რუსი მოკრივე სუპერმსუბუქ წონაში, მაქსიმ დადაშევი 28 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია მისმა მწვრთნელმა, ბადი მაკგირტმა დაადასტურა. როგორც იცით, დადაშევმა პარასკევს პუერტორიკოელ სუბრიელ მატიასთან, ვაშინგტონში, ბრძოლა გამართა, რომელიც ტექნიკური ნოკაუტით წააგო. 

დადაშევმა ბრძოლის დროს ზედმეტად მძიმე დარტყმები მიიღო - მისმა მწვრთნელმა რინგზე პირსახოცი მე-11 რაუნდის ბოლოს შეაგდო. აღსანიშნავია, რომ დადაშევი მწვრთნელის მხრიდან დანებების ნიშანს აპროტესტებდა, არადა, აშკარად ცუდად იყო. 28 წლის რუს სპორტსმენს კლინიკაში ორსაათიანი ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც მისი ხელოვნურ კომაში შეყვანა გახდა საჭირო.

რუს მოკრივეს მანამდე 13 ბრძოლიდან ყველა მოგებული ჰქონდა. მაქსიმ დადაშევი სანკტ პეტერბურგში დაიბადა, ცხოვრობდა და ვარჯიშობდა კალიფორნიაში.

მაქსიმ დადაშევს, პუერტორიკოელ სუბრიელ მატიასთან ბრძოლამდე 13 დუელი ჰქონდა მოგებული

კომენტარები

ბოლო ამბები