Thumbnail
  • მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშზე კიდევ რამდენიმე ამერიკელმა თქვა უარი
  • გრეგ პოპოვიჩი ჩინეთში დეროზანს, ლილარდს, ბილს და ჰარისსაც ვერ წაიყვანს

თუ ასე გაგრძელდა, აშშ-ის საკალათბურთო ნაკრების განაცხადში, რომელიც მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა ჯერ კიდევ ივნისში დაასახელა, ყველა კალათბურთელი შეიცვლება.

ენტონი დევისისა და ჯეიმს ჰარდენის შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატზე (31 აგვისტოდან 16 სექტემბრამდე) ასპარეზობაზე უარი კიდევ ოთხმა კალათბურთელმა თქვა - დემარ დეროზანმა (სან ანტონიო), დამიან ლილარდმა (პორტლენდი), ბრედლი ბილმა (ვაშინგტონი) და ტობიას ჰარისმა (ფილადელფია).

ბილისა და ჰარისის შესახებ განცხადება აშშ-ს კალათბურთის ფედერაციის დირექტორმა ჯერი კოლანჯელომ გააკეთა, დე როზანისა და ლილარდის უარის შესახებ კი ინფორმაციას ESPN, სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. საინტერესოა, რომ დე როზანი, რომელიც მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი და 2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონია, სან ანტონიოში სწორედ პოპოვიჩის ხელმძღვანელობით თამაშობს.

გასულ კვირებში გრეგს ასევე უარი შეუთვალეს ენტონი დევისმა (ლეიკერსი), ჯეიმს ჰარდენმა, ერიკ გორდონმა (ორივე ჰიუსტონი) და სიჯეი მაკოლუმმა (პორტლენდი). ლებრონ ჯეიმსის უარი კი გაცილებით ადრე გახდა ცნობილი.

ბილმა თავისი უარი იმით განმარტა, რომ მისი მეუღლე შვილს ელოდება. ჰარისს კი სურს, რომ მხოლოდ ფილადელფიაზე იყოს კონცენტრირებული...

გამოკითხვა

ვინ გახდება ჩემპიონი?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები