Thumbnail
  • კლუბის გუნდურ სადილზე ახალწვეულებმა ტრადიციული რიტუალი შეასრულეს 
  • ბუფონმა, იგუაინმა, დე ლიხტმა და რაბიომ თანაგუნდელების წინაშე იმღერეს

ტურინის იუვენტუსის გუნდურ სადილზე, კლუბის ახალწვეულებმა ტრადიციული რიტუალი შეასრულეს და თანაგუნდელების თანდასწრებით იმღერეს. 

მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა იუვენტუსში ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნება, ცნობილი იტალიელი მომღერლის, დომენიკო მოდუნოს ჰიტით (Volare) აღნიშნა. გუნდის ახალწვეულთა შორის აღმოჩნდა გონსალო იგუაინიც, რომელმაც ლუის ფონსისა და დედი იანკის ჰიტი Despacito შეასრულა.

რიტუალი ასევე შეასრულეს იუვენტუსის ახალწვეულებმა: მატეის დე ლიხტმა და ადრიენ რაბიომ. ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ბობ მარლის კომპოზიცია Three Little Birds იმღერა, ფრანგმა კი თავის თანამემამულე ჯო დასენის Les Champs-Élysées შეასრულა.

Juve players singing

Juventus got talent! Who did it best? 🎶🎙😂

Posted by Juventus on სამშაბათი, 23 ივლისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები