Thumbnail
  • ამერიკული მედია ფაჩულიას ახლა ბოსტონს უკავშირებს
  • სელტიკსს მესამე ცენტრი ჰაერივით ესაჭიროება

NBA-ს თავისუფალ აგენტთა ბაზარზე ჯერ კიდევ რჩება 35 წლის ზაზა ფაჩულია, რომელსაც აქვს შანსი, მორიგი, მე-17 სეზონი დაიწყოს მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო ლიგაში.

Hiptoro-ს ინფორმაციით, ზაზას აყვანა ბოსტონ სელტიკსმა მოინდომა. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა - კაირი ირვინგის წასვლა, კემბა უოკერისა და სხვების მოსვლა, დრაფტი - ბოსტონი მთლიანად შეცვალა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მას გაძლიერება სჭირდება, რათა აღმოსავლეთის ძლიერ გუნდებს ბრუკლინს, მილუოკისა და ფილადელფიას კონკურენცია გაუწიოს. 

სამი თავისუფალი აგენტიდან, რომლებსაც განიხილავენ, ერთ-ერთი სწორედ ზაზა ფაჩულიაა.
"ბოსტონს თავისუფლად შეუძლია კიდევ ერთი ცენტრის გამოყენება, ფარის დასაცავად და მოხსნებისთვის. ზაზა ფაჩულიას NBA-ში საკმარისი გამოცდილება აქვს, მას გოლდენ სტეიტის რიგებში ორჯერ ფინალშიც უთამაშია", - წერს საიტი.

მოგეხსენებათ, ბოლოს ბევრს ლაპარაკობენ, რომ ფაჩულია, შესაძლოა, კლიპერსში აღმოჩნდეს, მაგრამ იმის გამო, რომ კლიპერსის ლიდერი ახალი სეზონიდან კავაი ლეონარდი იქნება, უმეტესობა ამ ვარიანტს გამორიცხავს. 

წაიკითხე | ზაზა კავაისთან ერთად? ფაჩულიას ლოს ანჯელესს კლიპერსს უკავშირებენ

ბოსტონს ორი ცენტრი ჰყავს განაცხადში: ენეს კანტერი და რობერტ უილიამს III. 

"ბოსტონს მესამე ცენტრი არაფერს დაუშავებს. ძნელია იმის დაჯერება, რომ უილიამსი ეგრევე შეძლებს კანტერის სათადარიგოს როლის შესრულებას. ამ შემთხვევაში, ფაჩულია გუნდს გამოადგება. თუკი უილიამსი წლის დასაწყისიდან იოლად გაართმევს თავს თავის მოვალეობას, ფაჩულია გუნდის ისეთი ნაწილი იქნება, რომლის მოშორებაც იოლად იქნება შესაძლებელი", - წერს ClutchPoints.

ბოსტონ სელტიკსი ასოციაციის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია, რომელმაც 17-ჯერ მოიგო ჩემპიონატი. 

კომენტარები

ბოლო ამბები