Thumbnail
  • ზაგრების დინამოს მწვრთნელს საბურთალოს პირველი ტაიმი მოეწონა
  • ბიელიცას მიაჩნია, რომ ჯერ არაფერი დასრულებულა

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა გაიმართა. თბილისის საბურთალომ ზაგრების დინამოს უმასპინძლა, მატჩი კი სტუმართა გამარჯვებით, 0:2 დასრულდა. არადა, თამაშის მიხედვით, საბურთალოს შეეძლო არ წაეგო ეს შეხვედრა.

ზაგრების დინამოს მთავარმა მწვრთნელმა, ნენად ბიელიცამ აღნიშნა, რომ საბურთალომ მის გუნდს პრობლემები შეუქმნა და ზაგრებში დინამოს ბოლომდე ბრძოლა მოუწევს.

ნენად ბიელიცა: ვფიქრობ, რომ 90 წუთი ღია თამაში იყო. კარგი მეტოქე გვყავდა, რომელსაც სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს. საბურთალომ პრობლემები შეგვიქმნა. ზაგრებში ბრძოლა დაგვჭირდება.

ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, რათა მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. საბურთალო მართლაც კარგი გუნდია. ბევრი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი შევქმენით და მოგებაც ამან განაპირობა.

არ ვარ ბედნიერი ჩემი გუნდის თამაშით. საბურთალო თამაშს აკონტროლებდა, თანაბრად გვეთამაშა და პირველ ნახევარში თავი უკეთ წარმოაჩინა, თუმცა მეორე ტაიმში ჩვენ უკეთესად ვითამაშეთ. მეორე ტაიმის თამაშით ჩვენ მოგება დავიმსახურეთ.

კომენტარები

ბოლო ამბები