Thumbnail

საბურთალოს დასანანი მარცხი - ზაგრების დინამომ ფავორიტის სტატუსი გაამართლა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა გაიმართა. თბილისის საბურთალომ ზაგრების დინამოს უმასპინძლა, მატჩი კი სტუმართა გამარჯვებით, 0:2 დასრულდა. არადა, თამაშის მიხედვით, საბურთალოს შეეძლო არ წაეგო ეს შეხვედრა.

პირველი ტაიმი საბურთალოს მცირე უპირატესობით წარიმართა. თბილისელები უფრო ხშირად ფლობდნენ ბურთს და თამაშიც უფრო ზაგრებელთა ნახევარზე მიმდინარეობდა. გია ჭიაბრიშვილის შეგირდებმა რამდენჯერმე დაარტყეს კიდეც მეტოქის კარის მიმართულებით, მაგრამ ერთადერთი რეალური საგოლე მომენტი სწორედ მასპინძელთა კართან შეიქმნა: შესანიშნავი სოლო-რეიდის შემდეგ, გავრანოვიჩს შეეძლო გატანა, მაგრამ ტერა ჩაუვარდა ფეხებში და გადაარჩინა საბურთალო გაშვებულ გოლს.

ზაგრებში საბურთალოს კოხრეიძე ვერ დაეხმარება

გავრანოვიჩის შანსი და ტერას ბრწყინვალე თამაში

მეორე ნახევარში საბურთალოს ტემპი არ დაუგდია, თუმცა ზაგრების დინამომაც მოუმატა და ამან გამოიღო კიდეც შედეგი. თუმცა, სანამ სტუმრები გახსნიდნენ ანგარიშს, მანამდე საბურთალოს შეეძლო გატანა. ლაკვეხელიანის შესანიშნავი ჩაწოდების შემდეგ, ოგნიენ როლოვიჩმა დაარტყა თავური და მეკარემ ნახტომში მოიგერია ბურთი.

როლოვიჩის მომენტი

67-ე წუთზე ზაგრების დინამოს ფეხბურთელებმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს, რაც ორსიჩის გოლით დაგვირგვინდა. შედეგად, ზაგრების დინამო დაწინაურდა, ეს ანგარიში კი უკვე სტუმრებისთვის სრულიად მისაღები იყო.

0:1 ორსიჩი (67)

ორსიჩმა დაახლოებით 10 წუთში კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი, როდესაც თერთმეტმეტრიანი მოიპოვა. მის წინააღმდეგ საბურთალოს კაპიტანმა, გაგი მარგველაშვილმა დაარღვია თამაშის წესები. ბურთთან ბრუნო პეტკოვიჩი მივიდა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 

0:2 პეტკოვიჩი (77)

ბოლო წამებზე ზაგრებელებმა კიდევ ერთხელ აიღეს საბურთალოს კარი, თუმცა მსაჯმა შეტევაში თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა და ანგარიში უცვლელი დატოვა. თბილისური გუნდი ორ-ბურთიანი ფორით დამარცხდა, ზაგრების დინამომ კი ფავორიტის სტატუსი კიდევ უფრო განიმტკიცა. თუ საბურთალო გამოვარდა ჩემპიონთა ლიგიდან, ევროპალიგაზე გადაინაცვლებს, სადაც ერევნის არარატს და გიბრალტარის ლინკოლნს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ამ გუნდების პირველი მატჩი ერევანში შედგა და არარატის გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.

არჩათვლილი გოლი

საბურთალო 0:2 დინამო ზ.

გოლები: 0:1 ორსიჩი (67), 0:2 პეტკოვიჩი (77-პენ.)

საბურთალო (4-4-2): მიგინეიშვილი - მალი, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, ლაკვეხელიანი - გონსალვეში, დიასამიძე (82. ცნობილაძე), ალთუნაშვილი (70. გაბედავა), ტერა (57. კაკუბავა) - კოხრეიძე, როლოვიჩი.

დინამო ზ. (4-3-3): ლივაკოვიჩი - პინტო (50. სიტუმი), ლესკოვიჩი, პერიჩი, ლეოვაჩი - კადზიორი, ადემი, გოიაკი - ჰაიროვიჩი, ორსიჩი, გავრანოვიჩი (68. პეტკოვიჩი - 86. სუნიჩი).

კომენტარები

ბოლო ამბები