Thumbnail
  • ვლადიმირ ვაისი ბრატისლავის სლოვანს სურს
  • პრობლემა სერბულ-კოსოვოური დაპირისპირების გამო

სლოვაკური "პრავდა" (futbal.pravda.sk) წერს, რომ ბრატისლავას სლოვანი საქართველოს ნაკრების თავკაცს, ვლადიმირ ვაისს იწვევს. ქვეყნის ჩემპიონი უმწვრთნელოდ ახლახან დარჩა, როცა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვანი ორი მატჩის ჯამში მონტენეგროს სუტიესკა ნიკშიჩთან დამარცხდა - კლუბის ხელმძღვანელობამ მარტინ შეველა გაათავისუფლა.

ახლა სლოვანის მწვრთნელობის ორი მთავარი კანდიდატია: ვლადიმირ ვაისი და დავიდ იაროლიმი, თუმცა წყარო ვერ ადასტურებს, რომ რომელიმე მათგანთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. 

სლოვანთან დაკავშირებით საქმეში პოლიტიკაც ჩაერია - საქმე ისაა, რომ სერბეთის ფეხბურთის ასოციაციამ სლოვანს სთხოვა ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი ფეხბურთელი (ორივე ეროვნებით სერბი) კოსოვოს ფერონიკელის წინააღმეგ არ ათამაშოს - დეიან დრაჟიჩი და ალექსანდარ ჩავრიჩი. 

🏟 ŠK Slovan Bratislava sa obracia na všetkých fanúšikov s mimoriadne dôležitou výzvou a zároveň obrovskou prosbou k zápasu kvalifikácie Európskej ligy s KF Feronikeli 👉 #SpoluSmeSlovan

Posted by ŠK Slovan Bratislava on სამშაბათი, 23 ივლისი, 2019

სლოვაკურ კლუბს კარგი ურთიერთობა აქვს სერბეთის ფეხბურთის ასოციაციასთან. თავად სლოვაკეთიც არ აღიარებს კოსოვოს, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას, ხოლო სლოვანის ფანებს ტრიბუნაზე "კოსოვო სერბეთია" უყვირიათ (რის გამოც ასევე შეეძლოთ სლოვანის დაჯარიმება), თუმცა სლოვანის ხელმძღვანელობას თავისუფლად შეუძლია სერბთა თხოვნაზე უარის თქმა. სხვათა შორის, სლოვანის დროებითი თავკაცი ვლადიმირ რადენკოვიჩიც სერბია. 

კომენტარები

ბოლო ამბები