Thumbnail

ბარსელონამ დიდი ტალანტი დაკარგა - რაიოლას ის საფრანგეთში მიჰყავს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბარსელონამ უნიჭიერესი ჩავი სიმონსი ვერ შეინარჩუნა
  • ესპანური პრესა წერს, რომ სიმონსს ცოტა ხანში პარ სენ ჟერმენში ვიხილავთ

ბარსელონას ფეხბურთელი, ჰოლანდიელი ჩავი სიმონსი თავისუფალი აგენტი გახდა. 16 წლის მოთამაშემ გუნდთან კონტრაქტი არ გაახანგრძლივა. სიმონსი პოპულარული სოციალურ ქსელში მისი ვიდეობის გავრცელების შემდეგ გახდა. ბევრი მას მომავალ მესისაც უწოდებოდა.

'ჩემს ნაწილს ვტოვებ ბარსელონაში და ბარსელონას ნაწილი მიმაქვს ჩემთან ერთად. ეს დღე მარტივი არაა, რადგანაც ვემშვიდობები ჩემს ოჯახს, ცხოვრებასა და სახლს, რომელიც არასდროს დამავიწყდება' - განაცხადა სიმონსმა.

ახალგაზრდა ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლაა, რომელმაც აღნიშნა, რომ ის ფეხბურთის მომავალია. ესპანური პრესის ინფორმაციით, რაიოლამ სიმონსისთვის გუნდი უკვე მოძებნა და ცოტა ხანში, ტრანსფერი ფრანგულ პარი სენ ჟერმენში გაოფიციალურდება.

კომენტარები

ბოლო ამბები