Thumbnail
  • ბარსელონა 1:2 ჩელსი
  • კატალონიურმა და ლონდონურმა გუნდებმა იაპონიაში ისპარინგეს
  • ბარსას მაისურით პირველად ითამაშეს გრიზმანმა, დე იონგმა, ნეტომ

ბარსელონამ და ჩელსიმ აზიური ტურნის ფარგლებში, იაპონიის ქალაქ საიტამაში, ამხანაგურად ("რაკუტენის თასი") ითამაშეს. ანტუან გრიზმანისა და ფრენკი დე იონგის ახალმა გუნდმა ლონდონელებთან წააგო - 1:2.

ბარსა-ჩელსის დაპირისპირებას საიტამაში ქომაგი მრავლად დაესწრო

ჩელსიმ ანგარიშში 34-ე წუთზე, 21 წლის თავდამსხმელის, ტემი აბრაჰამის გოლით დაწინაურდა. 81-ე წუთზე კი "ლურჯების" უპირატესობა ორბურთიანი როს ბარკლიმ გახადა. პირველ კომპენსირებულ წუთზე სხვაობა კატალონელთა ხორვატმა ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა საჯარიმოს გარედან შესრულებული ძლიერი დარტყმით შეამცირა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ტემი აბრაჰამმა ფრენკ ლამპარდისგან აპლოდისმენტი უკვე დაიმსახურა

ბარსელონას შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდათ ატლეტიკოდან გადასულ ანტუან გრიზმანს, აიაქსიდან გადასულ ფრენკი დე იონგსა და ვალენსიის ყოფილ მეკარეს, ნეტოს. 28 წლის ფრანგმა პირველი ტაიმი ითამაშა, 22 წლის ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა და 30 წლის ბრაზილიელმა მეკარემ - შესვენების შემდეგ. კალატონიელებს ამ თამაშში არ ჰყავდათ ლიონელ მესი და ლუის სუარესი, რომლებმაც კოპა ამერიკის შემდეგ დასასვენებლად დამატებითი დრო მიიღეს. 

კრისტიან პულიშიჩი მეტოქეებს იოლად გაუმკლავდა

ჩელსი კი ეჩვევა ედენ აზარის გარეშე და ფრენკ ლამპარდის ხელმძღვანელობით თამაშს და ამას არცთუ ცუდად ახერხებს. 4 მატჩი, 2 მოგება, თითო ფრე და მარცხი - ასეთია ლამპარდის შედეგი ამ დროისთვის მოსამზადებელ ეტაპზე.

ბარსელონა 1:2 ჩელსი

ერნესტო ვალვერდეს გუნდი 27 ივლისს ამხანაგურად იაპონურ ვისელ კობეს დაუპირისპირდება, რომლის ღირსებას ანდრეს ინიესტა და დავიდ ვილია იცავენ. ლონდონის ჩელსი მომდევნო სპარინგს ჩემპიონშიპის რედინგთან 28 ივლისს გეგმავს.

კომენტარები

ბოლო ამბები