Thumbnail

EUROPEAN OPEN | ჰამბურგში ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე ცნობილია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ხუან-იგნასიო ლონდერო 6:3, 6:2 ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინა
  • თუ ლონდეროს დაამარცხებს, ბასილაშვილი ფრანგ ჩოგბურთელს დაუპირისპირდება

ჰამბურგის ღია პირველობის  (ATP 500. საპრიზო ფონდი €1 718 170 ) მერვედფინალში მოქმედი ჩემპიონის, ნიკოლოზ ბასილაშვილის (16) მეტოქე გაირკვა. ჰამბურგის თიხნარზე მე-4 ნომრად განთესილი ქართველი არგენტინელ ხუან იგნასიო ლონდეროს (56) შეხვდება. 

I წრეში არგენტინელმა ორ სეტში დაამარცხა იღბლიანი დამარცხებულის სტატუსით მოხვედრილი ესპანელი ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინა - 6:3, 6:2. ყველაფერი საათსა და 6 წუთში დასრულდა, ლონდეროს უპირატესობა უდიდესი იყო. 

შეგახსენებთ, რომ დღეს ქართველმა ჩოგბურთელმა ორ სეტში ბოლივიელი უგო დელიენი დაამარცხა - 6:4, 6:3

ნიკას როლან გაროსზე მარცხისთვის შური აქვს საძიებელი - წლევანდელი საფრანგეთის ღია პირველობის პირველ წრეში ლონდერომ ბასილაშვილს სამ სეტში მოუგო - 6:4, 6:1, 6:3

ბასილაშვილისა და ლონდეროს შეხვედრა 24 ივლისს გაიმართება. ნიკა მიმდინარე რეიტინგში 1 520 ქულით 24-ე პოზიციაზეა, თუ ის ლონდეროს გაცდება 1 565 ქულა ექნება და კიდევ ერთი საფეხურით დაწინაურდება. 

სხვათა შორის, 1/4 ფინალში სავარაუდო მეტოქეთაგან ყველაზე ძლიერი, მე-5 ნომრად განთესილი ბენუა პერი (საფრანგეთი) თანამემამულე ჟერემი შარდისთან დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა. ასე რომ, თუ ბასილაშვილი ლონდეროს გაივლის შარდისა და რიშარ გასკეს მატჩის გამარჯვებულს შეხვდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები