Thumbnail
  • ეს ტრანსფერი საკმაოდ მოულოდნელია
  • ნაბილ ფეკირი არა ლივერპულში, არამედ ბეტისში გადავიდა

ვიდეო სახელწოდებით ‘Welcome to Liverpool’ უკვე გადაღებული იყო, ფეხბურთელს სამედიცინო შემოწმებაც გავლილი ჰქონდა, მაგრამ ნაბილ ფეკირის 65-მილიონიანი ტრანსფერი ლივერპულში ბოლო წამს ჩაიშალა. მას მერე 13 თვე გავიდა და ამჯერად ტრანსფერი განხორციელდა - ოღონდ 26 წლის ფეკირი არა ლივერპულში, არამედ სევილიის ბეტისში გადავიდა. ესპანურ კლუბს ეს ტრანსფერი 19,75 მილიონი ევრო დაუჯდა.

მსოფლიოს ჩემპიონმა, რომლის გადაბირება მიუნხენის ბაიერნსაც სურდა, სევილიურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა. მასთან ერთად, ასევე ბეტისში გადავიდა მისი ძმა, 22 წლის იასინ ფეკირიც.

ნაბილ ფეკირი ლიონში 12 წლის ასაკიდან თამაშობდა და ფრანგული კლუბისთვის 193 ოფიციალურ მატჩში 69 გოლი გაიტანა და 46 საგოლე პასი გააკეთა. გასულ სეზონში ის ჩემპიონთა ლიგაში 3 გოლითა და 2 საგოლე პასით გამოირჩა. ფეკირს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში 21 მატჩი აქვს ჩატარებული (2 გოლი).

კომენტარები

ბოლო ამბები