Thumbnail

'არ ვიცი, როგორი შემადგენლობით ვითამაშებთ შესარჩევ ეტაპზე' - ილიას ზუროსი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრები 2021 წლის ევრობასკეტის ერთ-ერთ ჯგუფს მასპინძლობს, ილიას ზუროსის გუნდი ტურნირის შესარჩევ ციკლში მაინც მიიღებს მონაწილეობას. თუმცა, საქართველოს ნაკრები სატურნირო ინტრიგის გარეშე, უკონკურსოდ ითამაშებს. 

საქართველოს ნაკრები E ჯგუფში იასპარეზებს, სადაც 3 გუნდს გაუწევს კონკურენციას. ცნობილია ორი მეტოქე: ფინეთი და სერბეთი. ამ ნაკრებებს ილიას ზუროსის გუნდი ნამდვილად დაუპირისპირდება. ჯგუფის მეოთხე გუნდი შვეიცარიას, პორტუგალიას და ისლანდიას შორის გამოვლინდება. ეს 3 ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპით გამოავლენენ საუკეთესოს და სწორედ ის გუნდი მოიპოვებს უფლებას, იბრძოლოს ევრობასკეტზე მოსახვედრად. წოლისყრას საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი გამოეხმაურა...

“ძალიან რთულია კენჭისყრის შედეგებზე საუბარი, რადგან, უპირველეს ყოვლისა, არ ვიცით, თუ რა შემადგენლობებს მოუყრიან თავს ჩვენი ოპონენტები. ასევე ზუსტად არ ვიცით, ვინ იქნებიან ჩვენს ნაკრებში. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა თავი მოვუყაროთ უძლიერეს, ოპტიმალურ შემადგენლობას. როგორც ევრობასკეტის ერთ-ერთ მასპინძელ ქვეყანას, საქართველოს კონტინენტის პირველობაზე უნდა ჰყავდეს კონკურენტუნარიანი გუნდი, რის მისაღწევადაც ყველამ ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავიღოთ” - განაცხადა ილიას ზუროსმა.

კომენტარები

ბოლო ამბები