Thumbnail

სპორტსმენი გიორგი დოინჯაშვილი ტრაგიკულად დაიღუპა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ხარაგაულის რაიონში მოხდა
  • გიორგი დოინჯაშვილს არაერთი სპორტული მიღწევა ჰქონდა

ტრაგიკული ამბავი მოხდა ხარაგაულის რაიონში, სადაც საგზაო შემთხვევას სპორტსმენი გიორგი დოინჯაშვილი ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გიორგი დოინჯაშვილი სტრონგმენი იყო და კარიერის განმავლობაში, უძლიერეს მამაკაცთა ტურნირებზე არაერთ წარმატებას მიაღწია. 2015 წელს არნოლდ შვარცნეგერის სახელობის ევროპის საერთაშორისო ფესტივალ სტრონგმენის გამარჯვებული გახდა და ევროპის უძლიერესი მამაკაცის ტიტულის მფლობელი იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები