Thumbnail
  • მიუნხენის ბაიერნი ლეროი სანეს გადაბირებას ცდილობს
  • მანჩესტერ სიტის გარემარბის დათმობა არ სურს

საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ მიუნხენის ბაიერნს მანჩესტერ სიტის და გერმანიის ნაკრების გარემარბის, ლეროი სანეს შეძენა სურს. გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბავარიული გრანდი სიტისთვის დავიდ ალაბას შეთავაზებასაც აპირებს. თუკი ინგლისური კლუბი დაინტერესდება, მიუნხენელებს ავსტრიელი მარცხენა მცველის დათმობა არ გაუჭირდებათ, რადგან მათ უკვე ჰყავთ ლუკა ერნანდესი, რომელიც მადრიდის ატლეტიკოდან შეიძინეს. ერთი სიტყვით, ბაიერნი ყველანაირად ცდილობს სანეს ტრანსფერის განხორციელებას.

ლეროი სანე მანჩესტერ სიტიმდე გელზენკირხენის შალკეში თამაშობდა

ბრიტანული ‘მირორი’ წერს, რომ მანჩესტერ სიტის სანეს დათმობა არ სურს. “ჩვენ მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება გვინდა!” - ციტირებს ‘მირორი’ სიტის ერთ-ერთ ხელმძღვანელს.

ცოტა ხნის წინ, სიტის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ბაიერნთან კონტაქტი არ აქვს და სანეს შენარჩუნება სურს, მაგრამ იქვე დასძინა, რომ მისი სურვილია, მანჩესტერ სიტიში ყველა ბედნიერი იყოს. როგორც ჩანს, ლეროი სანე მანჩესტერულ კლუბში ბედნიერი არ არის...

კომენტარები

ბოლო ამბები