Thumbnail

დანკანი ისევ პოპოვიჩთან! ლეგენდა სან ანტონიოში დაბრუნდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • სან ანტონიოს ლეგენდა გრეგ პოპოვიჩის ასისტენტი იქნება
  • ტიმ დანკანმა სპურსში 19 წელი ითამაშა

კარიერის დასრულებიდან 3 წლის შემდეგ, ტიმ დანკანი სან ანტონიოში ბრუნდება! კლუბის 43 წლის ლეგენდა გუნდის მთავარი მწვრთნელის, ასევე ლეგენდარული გრეგ პოპოვიჩის ასისტენტი იქნება. სან ანტონიომ დანკანის დაბრუნება ორშაბათს დაადასტურა.

“ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა მას შემდეგ, რაც 19 წლის განმავლობაში ტიმ დანკანისთვის გავაკეთე. მოვიდა დრო, რომ ვალი გადამიხადოს და ახლა მე მემსახუროს,” - განაცხადა გრეგ პოპოვიჩმა.

ტიმ დანკანი და გრეგ პოპოვიჩი

აღსანიშნავია, რომ სან ანტონიოს პრეს-რელიზის სათაურში დანკანის გვარი ნახსენები არ იყო. სამაგიეროდ, აღნიშნული იყო უილ ჰარდი, რომელიც ასევე პოპოვიჩის ასისტენტად იმუშავებს.

ტიმ ტანკანთან ერთად სან ანტონიომ 5-ჯერ იზეიმა NBA-ს ჩემპიონობა - 1999, 2003, 2005, 2007 და 2014 წლებში. NBA-ს 19-წლიან კარიერაში დანკანი მხოლოდ სან ანტონიოს ღირსებას იცავდა.

გამოკითხვა

ვინ გახდება ჩემპიონი?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები