Thumbnail

'საბურთალოსთან მარცხის შესაძლებლობას არ განვიხილავთ' - ნენად ბიელიცა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 23 ივლისი | ⌚ 21:30 | ⚽ საბურთალო (საქართველო) V დინამო (ხორვატია)
  • ზაგრების დინამოს მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

23 ივლისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართება. თბილისის საბურთალო ორ-რაუნდიანი დუელის პირველ შეხვედრაში ზაგრების დინამოს დაუპირისპირდება. ხორვატული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ნენად ბიელიცამ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

📋 მეტი ამ თემაზე

ნენად ბიელიცა (ზაგრების დინამოს მთავარი მწვრთნელი)

„საბურთალო გამოირჩევა როგორც გუნდური, ისე ინდივიდუალური თამაშით. შერიფთან ორივე დაპირისპირებას ვუყურე და შემიძლია ვთქვა, რომ თბილისურმა გუნდმა დაიმსახურა მომდევნო ეტაპზე გასვლა. საპასუხო შეხვედრის პირველ 10 წუთში ცოტა დაიბნა გუნდი, მაგრამ მთლიანობაში, ძლიერმა გაიმარჯვა.

თბილისში დანაკლისით ჩამოვედით. დანი ოლმომ სამი დღის წინ დაიწყო ვარჯიში და არ იყო მზად სათამაშოდ. იგივე შემიძლია ვთქვა ახალწვეულ მობანჯიზე. ვეცდებით, მათ გარეშე ვითამაშოთ კარგი ფეხბურთი. 

საბურთალო ძლიერი გუნდია, რომელიც კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. თუმცა, ჩვენი მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა - იქნება ეს ხორვატიის ჩემპიონატი, თუ საერთაშორისო მატჩი. ამიტომ, საბურთალოსთან მარცხის შესაძლებლობას არ განვიხილავთ.

რაც შეეხება ჩვენი გულშემატკივრების დისკვალიფიკაციას: ჯერჯერობით მხოლოდ პირველ შეხვედრაზე ვფიქრობ, რომელიც თბილისში გაიმართება. ისე კი, ფანების დისკვალიფიკაცია პირველი შემთხვევა არ არის და ცარიელი ტრიბუნების ფონზე თამაშს უკვე მიჩვეულები ვართ“.

კომენტარები

ბოლო ამბები