Thumbnail
  • ლილიან ტიურამის შვილი ბუნდესლიგაში ითამაშებს
  • 21 წლის მარკუს ტიურამი მიონხენგლადბახის ბორუსიაში გადავიდა

როგორც მოსალოდნელი იყო, მიონხენგლადბახის ბორუსიამ მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონის, ლეგენდარული ფრანგი მცველის, ლილიან ტიურამის შვილი, მარკუსი გადაიბირა. 21 წლის უმცროსი ტიურამი თავდამსხმელია. მან გერმანულ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გლადბახს ეს ტრანსფერი დაახლოებით 12 მილიონი ევრო დაუჯდა.

“ძალიან გვიხარია, რომ მარკუსის შეძენა შევძელით. იგი ძალიან სწრაფი, ათლეტური და კარგი საგოლე ალღოს მქონე თავდამსხმელია, რომელიც ზუსტად ესადაგება ჩვენს შემადგენლობას. თამამად ვიტყვი, რომ გლადბახს სწორედ ასეთი ფეხბურთელი სჭირდებოდა. დარწმუნებულები ვართ, რომ მარკუს ტიურამი ბუნდესლიგაში წარმატებული იქნება,” - განაცხადა მიონხენგლადბახელთა სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა.

მარკუს ტიურამი ბოლოს ფრანგულ გენგამში თამაშობდა და საფრანგეთის ყველა ასაკობრივი ნაკრები აქვს გამოვლილი. ბოლოს ტიურამმა ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე იასპარეზა. გენგამში მან გასულ სეზონში 38 ოფიციალურ მატჩში 13 გოლი გაიტანა.

ფრანგ ფორვარდამდე, გლადბახმა ახალი სეზონისთვის, გელზენკირხენის შალკედან შვეიცარიის ნაკრების შემტევი ბრეელ ემბოლო და ავსტრიელი მცველი შტეფან ლაინერი (ზალცბურგიდან) დაიმატა.

კომენტარები

ბოლო ამბები