Thumbnail

საბურთალოს მეტოქე - აი, ასეთი გუნდი შეიძლებოდა ყოფილიყო ზაგრების დინამო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ზაგრების დინამო უდიდესი ტრადიციების მქონე ხორვატული გრანდია
  • როგორი გუნდი შეიძლებოდა ჰყოლოდათ ზაგრებელებს, ფეხბურთელები რომ არ გაეყიდათ

საქართველოს ჩემპიონი საბურთალო, სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების დინამოს დაუპირისპირდება. შერიფის დამარცხების შემდეგ, თბილისურ კლუბს სწორედ ხორვატებთან თამაში უწევს.

📋 მეტი ამ თემაზე

ზაგრების დინამომ 2010 წლიდან 2019 წლამდე ტრანსფერებით 102 მილიონ ევროზე მეტი გამოიმუშავა, რაც კლუბის გამართულ და სწორ სატრანსფერო პოლიტიკაზე მიუთითებს.

როგორი იქნებოდა ზაგრების დინამოს შემადგენლობა იმ შემთხვევაში, თუ ისინი მნიშვნელოვან ფეხბურთელებს შეინარჩუნებდნენ? წარმოგიდგენთ ხორვატების საუკეთესო თერთმეტეულს, რომელთა შენარჩუნების შემთხვევაშიც, ზაგრების დინამოსთან თამაში ყველა გრანდს გაუჭირდებოდა.

ხორვატულ კლუბს მრისხანე ნახევარდაცვა ეყოლებოდა. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს, ლუკა მოდრიჩს ნახევარდაცვაში ისეთი თანაგუნდელები დაეხმარებოდნენ, როგორებიც მატეო კოვაჩიჩი, მარსელო ბროზოვიჩი, ანტე ჩორიჩი და მარკო პიაცა არიან.

პიაცა კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია. მის სანაცვლოდ იუვენტუსმა ზაგრების დინამოს 23 მილიონი ევრო გადაუხადა. პიაცამ მოდრიჩის რეკორდი მოხსნა, რომელიც ტოტენჰემში 21 მილიონ ევროდ იყო გაყიდული.

კლუბის მთავარი შემტევი მარიო მანჯუკიჩი იქნებოდა, რომელიც ვოლფსბურგში 2010 წელს 7 მილიონ ევროდ აღმოჩნდა. ზაგრების დინამო საკუთარი სატრანსფერო რეკორდის მოხსნას ელის - ხორვატთა ესპანელი ლეგიონერით, დანი ოლმოთი მიუნხენის ბაიერნი ინტერესდება.

კომენტარები

ბოლო ამბები