Thumbnail

დაცული რონალდო - იუვენტუსში ამ თემაზე საუბარიც კი აკრძალულია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იუვეს ქალთა გუნდის ყოფილმა მცველმა კლუბში ტაბუდადებული თემა დაასახელა
  • პეტრონელა ეკროტი იუვენტუსში თავს ისე გრძნობდა, როგორც პატიმარი ციხეში 

ტურინის იუვენტუსის ფეხბურთელებს აკრძალული აქვთ კომენტარის გაკეთება კრიშტიანო რონალდოს საქმეზე, რომელიც გაუპატიურების ბრალდებას ეხება. ეს ინფორმაცია ტურინული კლუბის გოგონათა გუნდის ყოფილმა მცველმა, პეტრონელა ეკროტმა გაამხილა.

ამჟამად კრიშტიანო რონალდო  იუვეს შეკრებებზე დაყვება

იუვენტუსის პორტუგალიელ ვარსკვლავი გაუპატიურებეში ამერიკელმა მოდელმა კეტრინ მაიორგამ დაადანაშაულა. მაიორგას თქმით, ფაქტი ლას ვეგასში, 2009 წელს მოხდა. 

მეტი ამ თემაზე: ‘რონალდომ გამაუპატიურა და ფული მომცა, რომ არ მელაპარაკა!’ - კრიშტიანოს უჩივლეს

რაც შეეხება პეტრონელა ეკროტის განცხადებას, შვედი ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში იუვენტუსიდან იურგორდენში გადავიდა, ირწმუნება, რომ ტურინული კლუბის ხელმძღვანელობისგან გოგონებს რონალდოს საქმეზე ხმის ამოღებაც კი მკაცრად ეკრძალებოდათ. 

კრიშტიანო რონალდო და კეტრინ მაიორგა

"ჩვენ აგვიკრძალეს ამ თემაზე (რონალდოს გაუპატიურების საქმე) ლაპარაკი. ჩუმად ვიყავით და არ შეგვეძლო ხმის ამოღება. გულჩათხრობილი ვიყავი, რადგან ვგრძნობდი, რომ ჩემს აზრს მნიშვნელობა არ ჰქონდა. მეჩვენებოდა, რომ ციხეში ვიჯექი. ნამდვილად არ შემეძლო იმ ყველაფრის გაკეთება, რაც მსურდა", - ასე იხსენებს პეტრონელა იუვენტუსში გატარებულ პერიოდს.

კომენტარები

ბოლო ამბები